მინდა შენს გვერდით ვიყო…
მაშინაც კი, როცა ყველა ფერი გამოგელევა და მხოლოდ სევდისფერი, მელანქოლიური მარტოობა მოიცავს შენს სავსე თვალებს.
მინდა შენს გვერდით ვიყო…
როცა ეს “უფერო” მელანქოლია შეეცდება სრულიად დაგეუფლოს და გაიძულოს საკუთარ თავში ბოლომდე გამოკეტვა.
მინდა შენს გვერდით ვიყო…
როცა სამყაროში მარტოდ დარჩენილს, მზიან ამინდში წვიმის ნამებივით აორთქლება მოგინდება.













